1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმის რეფერალური კლინიკის დირექტორის, თამარ მხატვარის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

„ახალგაზრდა ქალი შემოყვანილია 20:30 წუთზე. მანქანაშივე დაფიქსირდა მისი მდგომარეობის დამძიმება. ორმხრივი მიდრიაზი, სისხლდენა, შემოყვანისას გულის გაჩერება... გულის მუშაობა აღდგა, მიმდინარეობს რეანიმაციული აქტივობა. ვმუშაობთ და ვიკვლევთ. მოტეხილობები აქვს, ორივე ქვედა კიდურის, სავარაუდოდ, მენჯის ძვლების. ჩატარდა კვლევა და პასუხებს მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა თამარ მხატვარმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები