0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ამერიკა იყო და დარჩება ევროკავშირის მთავარ მოკავშირედ”- ფედერიკა მოგერინის განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკა ევროკავშირის მთავარ მოკავშირედ რჩება, მიუხედავად იმ უთანხმოებებისა, რომელიც რეალურად არსებობს. განცხადება დღეს ვენაში გამართულ კონფერენციაზე გაკეთდა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი არაოფიციალური შეხვედრა იმართება.

“ჩვენ ვისაუბრეთ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ და ყველა მინისტრი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ამერიკა იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი მოკავშირე, მიუხედავად იმ უთანხმოებებისა, რომლებიც ჩვენს შორის წარმოიშვა.” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

რამდენიმე ხნით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამერიკას სასტიკი ბრალდებები წაუყენა.

“ამერიკის ეჭვებმა ნატოს მომავალთან დაკავშირებით, ცალმხრივმა და აგრესიულმა სავაჭრო პოლიტიკამ, რამაც ჩინეთთან სავაჭრო ომის მდგომარეობა შექმნა, ამერიკის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დატოვებამ კრიზისი წარმოქმნა, რაც შტატების ახალი პოლიტიკის შედეგია.”- განაცხადა მაკრონმა.

მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ნატო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობას აძლიერებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები