თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომად...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
|
შპს „ნატურალე ბრევერი“ ბოლო წლებში მომრავლებულ ქართულ ლუდსახარშებს შორის გამორჩეულია ადგილობრივ ბაზარზე. წარმატებას კომპანიის საერთაშორისო აღიარებაც ახლავს, ეს კი ხარისხისა და ექსკლუზიური პროდუქციის დამსახურებაა. მხოლოდ შარშან, London Beer Competition-ში კომპანიის ლუდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, სიდრმა ბრინჯაოსი, World Cider Award-ში კი „ნატურალე ბრევერის“ სიდრი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
2016 წელს დაარსებული საწარმო ჰობიდან სერიოზულ ბიზენსად იქცა. სერგო მაკაროვს, „ნატურალე ბრევერის“ დირექტორსა და მთავარ ტექნოლოგს, ლუდის ხარშვა საგანგებოდ არსად შეუსწავლია, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის აინტერესებდა და შესაბამის ლიტერატურას გამუდმებით ეცნობოდა.
„ამ საუკუნის ათიანი წლებიდან მსოფლიოში კრაფტ ლუდების ბუმი დაიწყო, ძველი რეცეპტების განვითარება. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენთან, დასაწყისში, ყველა მხოლოდ ლაგერს ითხოვდა – მხოლოდ ეს სახეობა იცოდნენ. ღია ფერის და შავი ლუდი, გაფილტრული და გაუფილტრავი. სულ ეს იყო. ცოტა ხანში ცნობისმოყვარეობამ იმუშავა და სხვა ლუდების გასინჯვაც დაიწყეს. დღეს უკვე შეიძლება თქმა, რომ კრაფტ ლუდის კულტურა ჩვენთანაც დამკვიდრდა. წარმოება ასლიტრიანი სახარშით დავიწყეთ. თავიდან, როგორც ფიზიკურ პირს მქონდა სამომხმარებლო სესხი თიბისი ბანკში, 3-4 წლის წინ მინი ბიზნეს სესხი ავიღე და დანადგარები დავამატეთ. წელს კვლავ ავიღე სესხი წარმოების გასაზრდელად – უკვე 500 ლიტრიანი სახარში შევიძინეთ. ჩვენ გვაქვს ლუდები, რომლებიც ჩვენ შევქმენით და მხოლოდ ჩვენ ვაწარმებთ. ასეთია, მაგალითად, ტომატის ლუდი, რომელსაც დავამატეთ მეგრული აჯიკა. კიდევ გვაქვს ტყემლის ლუდი, ტყემლის სოუსის სუნელებით. ეს ლუდები ჩვენი ექსკლუზივია და ქართულ სამზარეულოსა და ქართულ გემოებს განსაკუთრებით უხდება“.
„ნატურალე ბრევერი“ ერთდროულად დაახლოებით 10 სახეობის ლუდს და 6 სახეობის სიდრს აწარმოებს.
„ჯამში დაახლოებით 35 სახეობის ლუდი გვაქვს მოხარშული, მაგრამ მუდმივად ვაკეთებთ როტაციას. დღეს დაახლოებით 5-6 ტონა ლუდს ვხარშავთ თვეში. დანადგარების ჩამოსვლისას უკვე თვეში 10-12 ტონას მოვხარშავთ. აქამდე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ვიყავით წარმოდგენილები. როცა ახალი სახარში და ახალი საფერმენტაციო ცისტერნები გვექნება, შეიძლება ექსპორტზე ვიფიქროთ. ინგლისიდან და პოლონეთიდან უკვე იყო დაინტერესება“.
სიდრი, რომელსაც კომპანია ლუდთან ერთად აწარმოებს, ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალი სასმელია. ამას თავისი მიზეზი აქვს.
„სიდრზე აქციზი მაღალი იყო. მხოლოდ სამი წლის წინ მოხდა ცვლილება, აქციზი გაიაფდა და შეასაძლებელი გახდა, რომ სიდრიც გვეწარმოებინა. ვაშლის ძველ ჯიშებს ვიყენებთ – ანტონოვკას, ბროდსკის, კეხურას... შარშან ჰექტარნახევარი ნაკვეთი ვიყიდეთ, სადაც სიდრისთვის საჭირო სპეციალური ჯიშები დავრგეთ. სიდრი დაბალგრადუსიანი სასმელია, ამიტომ ლუდის კონკურენტია და არა ღვინის. გლუტენის შემცველობის გამო ლუდს ყველა ვერ სვამს, დაბალგრადუსიანი სიდრი კი, განსაკუთრებით ზაფხულში, კარგი ალტერნატივაა. ვაშლის გარდა, მაგალითად, ალუბლისა და გრეიპფრუტის სიდრსაც ვამზადებთ“.
ამჟამად ლუდსახარში ბარებს და ლუდის მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში ამარაგებს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს საკუთარი ბარი ასათიანი 30-ში და მაღაზია ნუცუბიძის 115-ში. ბოლო დროს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, სექტორი საგრძნობლად განვითარდა და კონკურენციამაც იმატა.
„კონკურენცია, ძირითადად, დიდ მწარმოებლებთანაა. ისინი უფრო დიდი რაოდენობით და შესაბამისად უფრო იაფად აწარმოებენ ლუდს, გარდა ამისა, ბარებში ხშირად ექსკლუზიურად არიან წარმოდგენილები. თუმცა ბოლო დროს ბარები დარწმუნდნენ, რომ ეს მიდგომა არასწორია. წამგებიანია, როცა მომხმარებელი იძულებულია, მხოლოდ ერთი სახეობა – ლაგერი – სვას. უკვე ბევრი ბარი გაიხსნა და ბარებს შორისაც დიდია კონკურენცია. ჩვენ მრავალფეროვნებით და ხარისხით ვიგებთ. ვცდილობთ დავამატოთ ახალი სახეობები, რაც აქამდე არ იყო ბაზარზე. ჩემი აზრით, მრავალფეროვნება ყოველთვის უპირატესობაა“.
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
კომენტარები