1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

ნარცისიზმი - პიროვნული აშლილობების ერთ- ერთი სახე!

გერმანიაში მოღვაწე  ექიმის, ილიას ტერსენიდისის ახალი სტატია ამჯერად ნარცისიზმის შესახებ:

ნარცისიზმი - პიროვნული აშლილობების ერთ- ერთი სახე

ბერძნულ მითოლოგიაში ნარცისი იყო პათოლოგიურად ეგოცენტრული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აუზში საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა...

პიროვნებები გამოხატული ეგოიზმით, ქედმაღლობით და ამპარტავნობით. ისინი არიან ბუნებით მომთხოვნები და დიდი მანიპულატორები, აკეთებენ ხშირად აქცენტს საკუთარ შესაძლებლობებზე, შესრულებულ საქმეებზე და ცდილობენ დააკნინონ სხვისი. ამით ცდილობენ საკუთარი პრივილეგიების წარმოჩენას, საკუთარი აღმატებულებისათვის ხაზის გასმა. ამავდროულად სხვისი დაკნინება ერთგვარ თავდაცვის მექანიზმად გვევლინება. ისინი მიმართავენ ხშირად ამ მეთოდს რათა არ მოუწიოთ პოზიციების დათმობა, ვინაიდან გულის სიღრმეში თავადაც ხვდებიან, რომ მათი წარმოდგენები საკუთარ თავზე ნაწილობრივ გადაჭარბებულია.

არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება დიაგნოზის დასმა. იმ შემთხვევაში თუ კი პაციენტი აკმაყოფილებს ქვემო ჩამოთვლილი პუნქტებიდან 5 ს ან მეტს, მაშინ ხდება დიაგნოზის დასმა.

1. აზვიადებენ საკუთარი თავის მნიშვნელობას. მას აქვს გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე.

2. არიან დიდების, სიმდიდრის და უსაზღვრო შესაძლებლობების მანიით შეპყრობილნი.

3. ღრმად არიან დარწმუნებულები საკუთარ აღმატებულებასა და განუმეორებლობაში, თვლიან რომ მიეკუთვნებიან ერთეულებს. აქედან განონდინარე მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ გაუგონ მათ.

4. საჭიროებენ უსაზღვრო აღრფრთოვანებას.

5. გააჩნიათ მოთხოვნილებების მაღალი სტანდარტი, შეააბამისად ხშირად რჩებიან იმედგაცრუებულნი.

6. არიან მანიპულატორები, იყენებს სხვას რათა მიაღწიოს მიზანს.

7. ნაკლებად განოხატული თანაგრძნობის უნარი, შესაბამისად არ აქვთ უნარი სხვების მდგომარეობაში შესვლის, გრძნობებისა და ემოციების გაგების.

8. ხშირად შურთ ან ღრმად ჯერათ, რომ სხვებს შურა მათი.

9. ისინი იქცევიან ამპარტავნულად და ცდილობენ საკუთარი პრივილეგირების წარმოჩენას სისტემატიურად.

პაციენტთა შორის ჭარბობენ მამაკაცები 75%, 25% ქალების წინააღმდეგ. ICD-10 კლასიფიკაციაში DSM (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders) კლასიფიკაციისგან განსხვავებით ნარცისიზმი უფრო ზოგადად არის მოხსენებული და " სხვა სპეციფიური პიროვნული აშლილობები"ს სახით გვხვდება.

ნარციაიზმის განვითარების და ჩამოყალიბების სხვადასხვა ვერსია არსებობს. გარდა გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორებისა არსებობს ვერსია, რომ ნარცისიზმის საფუძველი ბავშვობაში ეყრება, როდესაც ბავშვები მშობლების მხრიდან ყურადღებისა და აღიარების დეფიციტს განიცდიან. ანდაც პირიქით, აღნიშნული ადამიანები პატარაობოდიდანვე მიჩვეულნი იყვნენ ყურადღების ცენტრში ყოფნას, მათი სურვილების და შესაძლებლობების განდიდებას ოჯახის წევრების მხრიდან. ასეთი ბავშვები იზრდებიან საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენით და ამავდროულად შიშით, რომ იმედებს ვერ გაამართლებენ. ადრე თუ გვიან ლამაზი არშიები იწყებენ მსხვრევას. ფსიქოანალიზის თანახმად მუდმივი ნეგატიური შეგრძნებები და თანაგრძნობის გამოხატვის უნარის უქონლობა აიძულებს ამ ადამიანებს იცხოვრონ მუდმივ დაძაბულობაში. ზემოთ აღნიშნული დაუძლეველი მანიპულირების უნარი კი მათ ხელს უშლით ნორნალური, ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.


მკურნალობა - ფსიქოთერაპია


უშუალოდ ფსიქოთერაპიის ფორმების მრავალფეროვნებიდან განომდინარე მიდგომაც განსხვავებულია. როგორც წესი აღნიშნული პათოლოგიას კომორბიდობა ახასიათებს დასხვა ფსიქ. დიაგნოზებთან არის კომბინირებული, მათ შორის ყველაზე ხშირად დეპრესიებთან. რათქმა უნდა არ უნდა მოხდეს პიროვნების მორალურად შეფასება. Otto Kernberg ის და John clarkin ის übertragungsfokussierte Pschotherapie ზე( გადატანაზე ფოკუს. ფსიქოთერპია) დაყრდნობით პაციენტი უნდა მიხვდეს, რომ საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა ეს არის თავდაცვის მექანიზმი ბრაზისა და აგრესიის წინააღმდეგ.

მედიკამენტური მკურნალობა უშუალოდ დიაგნოზის მიზანშეწონილი არ არის თუ რათქმაუნდა პარალელურად არ აღინიშნება დეპრესიული ფონი.

ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა რომ ნარცისიზმი არ ნიშნავს აუცილებლად უარყოფითს. ამ ფსიქ. პათოლოგიისათვის დამახასიათებელი ელემენტები გვხვდება ყველა ადამიანში ამა თუ იმ დოზით. თუმცაღა ჭეშმარიტად ნარცისი ადამიანები იშვიათობას წარმოადგენენ, ისინი მოსახლეობის მხოლოდ 1 % ში გვხდება, 75% მამაკაცები 25 % ქალების წინააღმდეგ. 

და ბოლოს რამდენიმე ყველასთვის ცნობილი ადამიანი ზემოთ აღნიშნული დიაგნოზით:

1. შეერთებული შტატების უსაყვარლესი პრეზიდენტი დ. ტრამპი
2. იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ს. ბერლუსკონი
3. რომის იმპერიის რამოდენიმე წარმომადგენელი
4. სალვადორ დალი
5. კოკო შანელი
6. რიჩარდ ნიქსონი
7. ლუდოვიკო XIV
......

მათ შორის ბევრი წარმატებული მსახიობი, პოლიტიკოსი, ექიმი, იურისტი.. ეს იმ შემთხვევაში თუ გამონახეს საკუთარ თავში ძალა, აჯობეს ბრაზს, დაამარცხეს ამპარტავნება. ვინც ვერ მოახერხეთ თქვენს სამსახურში მიგულეთ )))

კომენტარები

მსგავსი სიახლეები