1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა “ტელეგრამში” პოსტი გამოაქვეყნა.

„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, ლენდ-ლიზის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაიყინებიან.

ერთი შეკითხვა მაქვს. და ვინ თქვა, რომ ორი წლის შემდეგ უკრაინა მსოფლიო რუკაზე საერთოდ იარსებებს? თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია – მათ იმდენი ჩადეს “ანტი-რუსეთის” პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი აღარ აინტერესებთ“, – დაწერა მედვედევმა ტელეგრამზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები