0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინი ტრამპთნ დაახლოვებას ბიზნესის დახმარებით ცდილობს

  სანქტ პეტერბურგში სამდღიანი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო.მონაწილეებს შორის არიან  ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თხოვნით მიმართა.

  საქმე იმაშია, რომ პუტინს დიდი ხანია სურს აშშ-თან ურთიერთობის აღდგენა, ამიტომ  მან  ურთიერთობების “დალაგების “ არც ეს კონკრეტული შემთხვევა გაუშვა ხელიდან და ეს ბიზნესის წარმომადგნლებს პირდაპირ უთხრა

 „ინტერფაქსის“ ცნობით, პუტინს დონალდ ტრამპთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა უნდა , თავადვე  აღნიშნა, რომ ორმხრვი ურთიერთობების ნორმალიზაცია ორივე ქვეყნის ინტერსებში შედის .

 რუსეთის პრეზიდენტმა ისიც გაიხსენა, რომ ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ეს ორი ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკური და იდეოლოგიური სისტემის მატარებელი იყო, აშშ მაინც ყოველთვის რჩებოდა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად.  

პუტინის თქმით,  აშშ-თან ურთიერთობა მათ  „ცივი ომის“ პერიოდშიც კი არ შეუწყვეტიათ

  აღსანიშნავია, რომ ამჟამად რუსეთის ბაზარზე 3000-ზე მეტი ამერიკული კომპანიის კაპიტალია ჩადებული, დასაქმებულია 180 ათასამდე  ადამიანი,  ხოლო ამ კომპანიების მთლიანი აქტივები  დაახლოებით 75 მილიარდს შეადგენს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები