1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს მოქალაქეებს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ე.წ. „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები - მ.პ. და ც.მ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები პ.ლ., მ.პ. და ც.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.

 სასამართლოს განაჩენით, ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მ.პ-ს და ც.მ-ს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 „თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები