0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვარ გამოკეტილი” – ქართველი ემიგრანტი იტალიიდან

იტალიაში, მილანში მცხოვრები ემიგრანტი ნ. რობაქიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“- 2020 წლის 3 ა პ რ ი ლ ი…
ვზივარ და ველოდები როდის
გ ა თ ე ნ დ ე ბ ა…
მეტად სამწუხაროდ სამშობლოს გარეთ იტალიაში მილანში ვარ
ამ ურთულეს კატასტროფულ სიტუაციაში…
ს ა მ ი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ…
ირგვლივ თითქოს სიცოცხლე
აღარ არსებობს…
ასე დააზომბირეს მსოფლიო
ხალხები…
ვერვინ გვეკარება ,
არავინ არ შემოდის,
არც არაფერი გაუკეთეს ,
მოვაწესრიგე უკანასკნელ გზაზე ყველანაირად ,
როგორც უვლიან ქართველები მიცვალებულს ….
სანთლები აუნთე…
ვილოცე, საგალობლებიც ჩაურთე… მაგრამ, ეს დრო
არ და არ გავიდა …
მარტო ძნელი ყოფილა…
უკვე სუნთქვა შემეკრა…

ფანჯრებს დიდხანს ვერ ვაღებ
რომ არ შეუწყო ხელი ვირუსს,
არა და კარანტინში ყოფნა მომისაჯეს მიცვალებულთან ერთად…
არ იციან ეს ქალბატონი რით გარდაიცვალა…
დღეს მოვა სპეციალური ჯგუფი წაასვენებს საბრალოს, არავინ ნათესავი და ოჯახის წევრი არ მოდის შიშისაგან…
შევრჩი მე მხოლოდ…

ღმერთი არს ჩემთან ,
ჩემი უსასრულო სიყვარული –
ქ რ ი ს ტ ე ღმერთი…
ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება…
– ფ უ ლ ი არის ყველაზე
ბინძური ბოროტის მანქანა…
სულიერებიდან გამოფიტა მსოფლიო ერები…
ადამიანთა
სისხლისმსმელებად აქცია…
როდესაც მაღალსულიერების დრო დადგება მას არაფერი არ შეეძლება ,
ის წარმავალია,
მხოლოდ სულიერი სიმაღლე გადაგვიყვანს ბოროტისაგან აგებულ ზღურბლზე, რომლის იქით უსასრულო სინათლე და სიყვარულია…
ჯ ვ ა რ ი – სამყაროს საყრდენი
დაგვიხსნის ყოველი საცდურიდან, ჯ ვ ა რ ს მივენდოთ და ჯ ვ ა რ ი ს დაუძლეველობას დავეყრდნოთ !!!
ქ ა რ თ უ ლ ი უკვდავების ხისაგან დამზადებული ჯვარის მადლმა დაგვიხსნას სრულიად ქ რ ი ს ტ ე ს დიდი ერი,
გაფანტული დედამიწის ზურგზე, თუ გვემულ სამშობლოში გვემული
დიდი ე რ ი ს შვილები…
ციხეებში, სავადმყოფოებში,
ქუჩაში, შიმშილში, ცრემლში…
ღ მ ე რ თ ს და ჯ ვ ა რ ს მივენდოთ,
ყოველივე წარმავალია…
ჩვენ გადავრჩებით და გავიმარჯვებთ…
ეს გარდაუვალია !!!
ნუ დაველოდებით ბაბილონის გოდოლივით აგებულ ქალაქებში ხელოვნურად მოწყობილ წარმავალ სიცოცხლეს…
გავიდეთ ბუნებრივ ღმერთით მომადლებულ საარსებო
ულამაზეს ბუნებაში…
არა კაცთა ქმნილში…
იქ მიცვალებაც გემრიელია,
შრომაში დაღლილს დასვენებაც ხომ გვწადია ,
შვებაა შრომიდან გარდასვლა,
სანეტარო შვება…
ქართულ სუფრასა და სადღეგრძელოს იქ აქვს მადლმოსილება,
საიდანაც მარადიულ გზაზე
გავდივართ…
გავიდეთ ს ო ფ ლ ე ბ შ ი…
მკვდარ ქალაქში სიცოცხლე არ არსებობს…
მარადიულს ვერ მიუახლოვდებით ბუნების შეცნობის გარეშე,
მასთან თანაცხოვრების გარეშე, უნდა დაგცხეს,
უნდა გასველდე,
უნდა გაიყინო,
უნდა გათბე, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი უნდა იარო…
ისე ღმერთს ვერ ვიხილავთ…
ავები იოლად დაგვიპყრობენ
ფუქსავატობაში…
სისხლიან კლანჭებს ჩაგვავლებენ და მაცდური ტკბილსიტყვიანობით სულს ამოგვხვდიან საჯოჯოხეთოდ…
ღმერთს უნდა მიუახლოვდეთ…
ჩემო ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო,
ღმერთი არაა ნაგებობებში…
ღმერთი ბუნებაშია…
უბრალოებაში…
შრომაში, გულწრფელ ლოცვაში, სინანულში…
ოფლის ღვრაში, სიხარულში,
სიყვარულში,
გაჭივრებაში თანადგომაში,
და არა სულისა და ხორცის მკვლელ სოდომურ ცდომებში…
უზნეობა, ფუქსავატობაში…


– ქართული ჯ ვ ა რ ი ს დაუძლეველობა შეგვეწიოს თითოეულ ქართველს ,
ვინც დღეს უკიდურეს გაჭირვებაშია, სამშობლოს გარეთ თუ სამშობლოში, შეგვაერთოს დედუფალმა ერთად, რომ არ მივიღოთ
ავსულთაგან მზაკვრულად მოწოდებული მაცდუნებელი
ნიშნები !
დაგვეძლიოს ქართველობის სულიერი მისია !
დაგვეძლიოს ეს მზაკვრული განსაცდელი ,
ქრისტე ღმერთში რომ მოვხვდეთ უსასრულო სიხარულად !
ამ ენითა ზეციურ მარგალურ ქართულითა, ავთა მალე გამასამართლებელითა !”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...