1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძია ივა, რომელიც წლებია გარდაცვლილია, მაგრამ ვალები მაინც გაუნულეს - რას ყვება lMG-ის დამფუძნებელი?

 "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სესხების განულებასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

არ ეწყინებოდა და უნდა მოვყვე... 

კარგი ადამიანი იყო ძია ივა. 

ყოველ დღე ოჯახში აბაზრებდა, სარბენად მივდივარო, წაიყვანდა თავის საყვარელ ლაბრადორს, სახელად "რეიგანს" და პირველივე მაღაზიაში არაყს დაითრევდა. 

მერე თავისნაირ კარგ ადამიანებს მონახავდა და "ჩაუფენდა" დინაადრიან... 

"რეიგანი" თავისთვის დარბოდა, ხან მაღაზიის კართან იყო გამობმული და ძია ივას ელოდებოდა აღრენილი... 

"ნისია სხვისია" მისთვის უცხო იყო... 

კი, ვალებს იღებდა, მაგრამ ისტუმრებდა კიდევაც. 

გულწრფელი სალამი, მოკითხვა, ერთი-ორი ისტორია ჩათლახ (ასე ეძახდა) საბჭოთა კავშირზე და ციტატა რომელიმე წიგნიდან - ეს იყო მისი საუბრის ანიც და ჰოეც. 

უკვე წლებია, ძია ივა აღარ არის. "რეიგანი" კი დარბის და დაქრის - მარტო და სევდიანი. 

ხანდახან, როცა საერთო ნაცნობს გადავეყრები, შანსი არ არის რომ არ გავიხსენოთ.

გუშინაც ასე მოხდა, "ბილტმორში" გავაძრე "დოცენტი" (ასე ვეძახით), რომელმაც მოკითხის და ერთი-ორი უკბილო ხუმრობის შემდეგ ძია ივა გაიხსენა - ვალები გაუნულებია მისთვის ბატონ ბიძინას.

რომელიღაც მიკროსაფინანსოდან 300 ლარი აუღია. თუმცა, ამჯერად ვეღარ დაუბრუნებია - გულმა უმტყუნა.

"დოცენტი" ყვებოდა, ისე იცხოვრა, არავის ვალში არ დარჩენილა, ერთი "მიკროსაფინანსო შეეტენა" და ისიც, ბატონმა ბიძინამ "გაურასხოდაო". 

აქ ვერ დავწერ, მაგრამ ზუსტად ვიცი რასაც იტყოდა ამ ამბავზე... 

კარგი ადამიანი იყო ძია ივა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები