2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გარდაცვლილმა ისეთი რამ შემომთავაზა, როგორ მოვკალი, არ მახსოვს” – თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ნიკა ნარიმანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მსხვერპლმა ნარიმანიძეს არატრადიციული სექსუალური კონტაქტი შესთავაზა.

ადვოკატი, დავით ახალაური ამბობს, რომ მსხვერპლის შეთავაზებამ ნარიმანიძე იმდენად ააღელვა, რომ ვერ იხსენებს, რა ვითარებაში ჩაიდინა მკვლელობა.

„მათგან ერთ-ერთმა, აწ გარდაცვლილმა, უკვე მსხვერპლმა, მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა და მას სთავაზობდა არატრადიციულ სექსუალურ კონტაქტს. იმდენად აღელვებული ვიყავი, რა ვითარებაში ჩავიდინე მკვლელობა, არ მახსოვსო“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, თემქაზე, პარტიის „კანონი და სამართალი“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნიკა ნარიმანიძემ ყელი გამოჭრა, ლევან შაბურიშვილი კი დაჭრა, ხოლო ამის შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა.

წყარო – პრაიმტაიმი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები