1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით მისი ყოფილი მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით მისი ყოფილი მძღოლი დააკავეს.

"ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, 1961 წელს დაბადებული ვ.კ. ვალეში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ვ.კ. ახალციხეში ბიზნესმენ მ.მ.-ს უგზავნიდა მუქარის შემცველ წერილებს და მისგან ცდილობდა 50 000 ლარის გამოძალვას. დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და ბიზნესმენს ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 2 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს,"-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები