1 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე ცელოფნის ტომარა ჩამოფარებული" -გორში 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

გორის რაიონულ სასამართლოსთან ვითარება იძაბება. ადგილზე სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, ბავშვის ოჯახის წევრები და ადგილობრივები არიან შეკრებილი. 

ადამიანები, რომლებმაც ბავშვი იპოვეს ჰყვებიან, რომ გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს. 

ადგილობრივების განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს. 

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები