2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სწავლობ და ქმნი თიბისის ტექსკოლაში

ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად შექმნა საკუთარი პროექტები, დააგროვო ცოდნა და შეუერთდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს.

თიბისის ტექსკოლა სწორედ ის გარემოა, სადაც სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სრულიად უფასოდ ეუფლებიან ტექნოლოგიებს. ტექსკოლის მიზანია, ახალ თაობას მისცეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დაეხმაროს მომავალი პროფესიის არჩევაში.

ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად მას საქართველოს ყველა კუთხიდან ჰყავს მოსწავლეები, მათი რიცხვი კი უკვე 1800-ს გადასცდა. ვებგვერდების აწყობა, ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების შექმნა, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია, ციფრული მარკეტინგი ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც პრაქტიკული კურსების მეშვეობით ეცნობიან თიბისის ტექსკოლის მონაწილეები.

პროგრამის მრავალი კურსდამთავრებულიდან, ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ნიკა ბარამიძეა. მე-12 კლასელი ნიკა, ტექსკოლას ბათუმიდან შეუერთდა. ნიკა ფიქრობს, რომ მისი მომავალი პროფესია იურიდიულ სფეროს დაუკავშირდება, თუმცა, ტექნოლოგიების დაუფლება მისი ერთ-ერთი ინტერესია.

„ამ დროისათვის ჩემს თავს სხვა სფეროში ვხედავ. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში თითქმის ყველა სფეროში, საჭიროა პროგრამირება და შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში დამეხმარება" - ნიკა ბარამიძე.

ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით. ტექსკოლაში მიღება სექტემბრიდან კვლავ განახლდება, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  www.tbceducation.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები