1 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი “ლაშა სვანი” დააკავეს

უკრაინის პოლიციამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი 2 ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შსს ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია წარმოშობით ქართველი ლაშა ჯაჭვლიანი, ცნობილი, როგორც “ლაშა სვანი” და სერგეი ოლეინიკი ზედმეტსახელად “უმკა”. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების დაკავების  შესახებ სოციალურ ქსელში  უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმაც დაწერა.

უკრაინის შს სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ლაშა სვანი სასტუმროში, უმკა კი ქალაქ დნეპრის აეროპორტში დააკავეს. მათ ბრალი უკრაინის კოდექსის 255-1 მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც კრიმინალური გავლენის დამყარებას და გავრცელებას გულისხმობს. დაკავებულებს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.

ცნობილია, რომ 1973 წელს დაბადებული ლაშა ჯაჭვლიანის ე.წ კანონიერ ქურდად კორონაცია1995 წელს, ხოლო სერგეი ოლეინიკის 2014 წელს მოხდა.

მათ თავისი “ტიტული” მიიღეს რუსეთის კრიმინალური სამყაროს ტოპ-წარმომადგენლებისგან და ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ე.წ. კანონიერ ქურდებად უკრაინაში და აკონტროლებდნენ ერთდროულად რამდენიმე რეგიონს, დნეპროპეტროვსკს, ოდესას, ნიკოლაევსკს, ზაპოროჟიეს და დასავლეთ რეგიონის ნაწილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები