თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
8 ივნისს, 18:00 საათზე სტარტს აიღებს ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი - რეგიონში პირველი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარსეს.
ცერემონიალის გახსნის პირველ, პანელურ დისკუსიაზე არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი, სატირიკოსი არმანდო იანუჩი, Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა და მონაცემთა ანალიტიკოსი კრისტოფერ ვაილი იმსჯელებენ თემაზე - „რა ცვლის დღევანდელ სამყაროს და საით მიდის მსოფლიო“. პანელს მოდერაციას გაუწევს Coda Story-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.
ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან გიორგი გიგაშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი და ასევე მუსიკოსი ნადია ბერდი გაუძღვება. გახსნის ღონისძიება გიორგი გიგაშვილის მუსიკალური შესრულებით დასრულდება.
ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი 10 ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებას, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.
ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც 3-დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე უცხოელი სპიკერი, მათ შორის არიან: არმანდო იანუჩი - სატირიკოსი, არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის - The Death of Stalin), მარია რესა - ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის 30for30-ს კრეატიული დირექტორი, ფედონ პაპამიქაელი - ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის - Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევა - Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური - Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნი - CBS News-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო საბია - Vogue's 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენი - Pokémon-ის ხმა, და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გარდა ამისა, წელს ZEG-ის ფარგლებში ტარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
დამატებითი ინფორმაცია: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube.
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, თიბისი კონცეპტი, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain.
მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები