0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“წაიკითხეთ არადედებო, არაქალებო – “ალბიონი” ისე იქცევით, გეგონება, წიწილა მოკვდა…”

ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს გარდაცვლილი გოგონას, სოფო ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

“ყველა იმ არაადამიანმა, არადედამ, არაქალმა მინდა წაიკითხოს და ახლა წაიღეთ ჟურნალისტებო ეს პოსტი, აქამდეც არ აგიღიათ ნებართვა ჩემგან…

სადმე ერთი წლის მანძილზე მიხსენებია ან ავად ან კარგად სკოლა "ალბიონი" მისი გათახსირებული დირექტორი ან რომელიმე პედაგოგი? მაშინ დადეთ ფაქტი.

როგორ ფიქრობთ, არ შემეძლო გადამეწვა გამწარებულ დედას ის შენობა. მივჭროდი სკოლაში ან ოჯახში მასწავლებლებს, მელანძღა და მეწიოკა?!

თქვენ ვინ მიგდიხართ, ჩემი წამებით მკვდარი შვილი მოიხსენიოთ აუგად (მასწავლებლებს არ უჯერებდა თურმე) ან ჩემი ცოცხალი შვილი ლანძღოთ და გებრალებათ "საწყალი" მასწავლებლები.

მე სოფი სახლიდან გამეპარა?

მეგობრებთან ერთად გასართობად წავიდა და ეს იმ დროს მოხდა?! რა ქვაზე ფეხი დაუცურდა ?!

მთელმა კლასმა ბანაობა გადაწყვიტა წასვლამდე!

ჩემმაც მითხრა ასე ვაპირებთო.

მე არ ვიცოდი რა საშიშროების შემცველ მარშრუტზე მიდიოდნენ,მაგრამ მასწავლებელი ასე ჰაიჰარად გეგმავს ექსკურსიას? ან ის ბებერი მძორი დირექტორი მხოლოდ ხელს აწერს ნებართვას? არ არკვევს რამდენად მისაღები ადგილია მოზარდებისთვის?

და დამრიგებელმა,რომელმაც იცოდა, მარტო ჩემი კი არა, სხვებიც შევიდოდნენ წყალში და ასეც მოხდა, რა სინდისით დარჩა ავტობუსში და გაუშვა 18 ბავშვი მის გარეშე.

ვის დავაკისრო პასუხისმგებლობა?! შვილი მომიკვდა დაუდევრობით არაადამიანებო, თქვენ წარმოიდგენთ მაინც თქვენი შვილების სიკვდილს? უი,ვერა? წარმოდგენაც გზარავთ და მე და სოფი იოლად მიგვაბარეთ წარსულს? რატომ? ჩემი ანგელოზი შვილი თქვენს შვილებზე ნაკლებ ლამაზი იყო, ტანადი თუ ჭკვიანი?!

და თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე, სასტიკად რომ არ გინდათ ეს ადგილი? ვის ადანაშაულებთ მხეცებო. სოფის? რომელსაც თქვენნაირი ნაგავი ადამიანები, მიუხედავად თქვენი სიმყრალისა, უყვარდა უპირობოდ.

სოფის ვასიკო მასწავლებელიც უყვარდა და დამრიგებელი ლალიც. სოფის სულს ვამძიმებთ ოჯახი სამართლის პოვნით? თუ სოფი ელოდება სამართალს.

შვილი მკვდარი მე წამოვიყვანე და ყველა ცოცხალია ერთი წელია. ისე მიდის ცხოვრება ალბიონში გეგონება წიწილა მოკვდა. ამ ნაგავმა სკოლამ თავის გვერდზე ერთი აბზაციც არ დაუთმო მწუხარების გამოხატვას.

ამ სკოლაში მაისის ბოლოს ზეიმები ჩატარდა.

გლოვაც დაამადლეს ჩემს ღიმილას….

და თქვენ, არაადამიანებო, ხმა ჩაიწყვიტეთ, როცა ჩემს ოჯახს ახსენებთ. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ტრაგედიას, ხოლო თქვენ, როცა ასე მოგიკლავენ შვილებს, დაინდეთ ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი და იყავით ჰუმანურები!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...