1 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება

გაუსაძლისი სიცხეები საქართველოში - დღეს ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება ყველაზე უფრო მაღალ ტემპერატურას - 43 გრადუსს დღეს კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში ელოდებიან.სპეციალისტების ინფორმაციით, მსგავსი სიცხეები ქვეყანაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა.

საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა გაუსაძლისი სიცხეებია - სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ანალოგიური მდგომარეობა ქვეყნაში ოთხშაბათის ჩათვლით შენარჩუნდება.ამის შემდეგ რამდენიმე ტემპერატურა გრადუსით დაიწევს, თუმცა სიცხეები მაინც გაგრძელდება.

„უახლოეს დღეებში კვლავ შენარჩუნდება ცხელი ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე და 4 რიცხვამდე, აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ ნაწილში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს 40-43 გრადუსს. დღეისთვის პროგნოზით, 36-41 გრადუსი გვაქვს საქართველოში. 5 რიცხვიდან უკვე მოხდება ტემპერატურის ნელ-ნელა დაკლება,“-განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები