2 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მაგისტრალზე 4 პირის გაქცევა მოხდა, მათ შორისაა ფოტოგრაფი. ის ერთ-ერთი თვითმხილველი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია" - ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეზე

ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხულ მორაგბეებს - შავი ფერის "ტოიოტა ქამრის" მძღოლსა და მის მგზავრსაც ჩაუტარდებათ.

როგორც აღნიშნული პირების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაზიანებები არ აღენიშნებათ.

"საგამოძიებო ორგანოს სურვილი აქვს, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ჩაგვიტარდეს, მაგალითად, რაიმე ფორმით ხომ არ მოვახდინეთ ვინმეზე ძალადობა, ან ჩვენზე ხომ არ მოხდა ძალადობა. სამედიცინო ექპერტი დათვალიერების შემდეგ გაარკვევს, აღგვენიშნება თუ არა რაიმე ძალადობის კვალი, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ექსპერტიზაა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ვიზუალურად არანაირი დაზიანება არ აქვთ", - აცხადებს კობაიძე.

საქმეში კიდევ ერთი მთავარი მოწმე - ფოტოგრაფია და როგორც კობაიძე აღნიშნავს, ის გიორგი შაქარაშვილთან და კიდევ 3 პირთან ერთად, მაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს.

"როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირის გაქცევა მოხდა, მათ შორისაა ფოტოგრაფი. ჩემი შეფასებით, ის ერთ-ერთი თვითმხილველი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია", - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ორი ადამიანის გარდა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა დღეს კიდევ 2 მოწმეს ჩაუტარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები