0 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი - სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ - მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ, მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა

გორის სამხედო ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი განცხადებას ავრცელებს:

ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა. მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ. უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები