1 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ…“

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ „თბილისელებს“ იმის შესახებ ესაუბრება, რა გეგმები აქვს დასახული მას შემდეგ, რაც 60 წელი შეუსრულდება.

„არ ვიცი, ჩემი სიბერე როდის მოვა, ან რამდენად მნიშვნელოვანია ის ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ ალბათ, 55-60 წლიდან აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად წყალტუბოში. ეს იქნება ჩემი სიბერის საქმე. იქ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის გავაკეთებ ცენტრს, რომელშიც იმკურნალებენ და მეც მათთან ერთად ვიქნები.რა როლი ექნება თვითონ ნანუკას?

ნანუკა მთავარი დიასახლისი იქნება. ჩემი კოტეჯიც მათ გვერდზე მექნება და ამ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრებ. ეს იქნება ჩემი ცხოვრება სამოცი წლიდან. ასე რომ, ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ (იცინის)“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები