2 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში სემ პატენის გამოგზავნილი შეტყობინება გაასაჯაროვა

მიხეილ სააკაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. CNN-ის ეთერში საქართველოს მესამე პრზიდენტმა ის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც რუსული კავშირების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ლობისტმა, სემ პატენმა, სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ინტერვიუს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუგზავნა.

მიხეილ სააკაშვილმა ტექსტი პირდაპირ ეთერში წაიკითხა და სემ პატენი შანტაჟში დაადანაშაულა.

„სემ პატენი 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციის მონაწილე, რომ დახმარებოდა გაზპრომთან დაკავშირებულ და მის უმსხვილეს მეწილეს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც საქართველო ჩაიგდო ხელში.
პოლ მანაფორტიც რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველში. სემ პატენი აქტიურად იყო ჩართული პრორუსული პროპაგანდისა და ბინძური ინფორმაციის გავრცელება-მანიპულირებაში.

“მათ ზიანი მიაყენეს შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში. მათ არამხოლოდ დაუშვეს, რომ საქართველში რუსებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება, არამედ წავიდნენ ამერიკის ერეოვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ.

“როდესაც შევიტყვე, რომ ამ ადამიანს ბრალი წაუყენეს, გამახსენდა, როგორ ბინძურ მეთოდებს იყენებდნენ, რაც მოგვიანებით იგივე სახით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აქ, ამერიკაშიც ვნახეთ.

“დღეს ამ ადამიანმა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ეს ტექსტი მისწერა – ახლავე შეაჩერეთ თქვენი ტროლები, წინააღმდე შემთხვევაში, მიშაზე რაღაცეების გავრცელებას დავიწყებ, ურჩევნია ეს არ გავაკეთო. მიშამ იცის რაზე ვლაპარაკობ.

“გულახდილად გეტყვით, ეს დღეებია, უფრო დიდი პრობლემები მაქვს – ეს არის ღია, რუსული ტიპის შანტაჟი. ეს ხალხი რუსებთან კავშირში არიან, მათ ქირაობენ და ნებისმიერ სიბიძურეს გააკეთებენ. მზად არიან, მოიტყუონ, ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ, წავიდნენ შანტაჟზეც. რაც ჩემს შემთხვევაში გააკეთა, აჩვენებს, ეს ხალხი რაზეა წამსვლელი,” – აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები