2 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კატების გამო შვილმა საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა

ჩამოტვირთვა

ქალს, რომელსაც 13 კატა ჰყავდა მოშინაურებული, საკუთარმა შვილმა სასამართლოში უჩივლა. პავლე მატეევი ვეღარ იტანდა სახლში არსებულ სიბინძურესა და ქაოსს, თუმცა ქალი აცხადებდა, რომ საკუთარ შვილს უფრო ადვილად დათმობდა, ვიდრე თავის ცხოველებს. საქმე სასამართლო განხილვამდე მივიდა და საბოლოოდ პავლეს სასარგებლოდ გადაწყდა. ქალბატონს მოუწია „შვილივით გამოზრდილი“ ცხოველების დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფულადი კონპენსაცია არ ასცდებოდა, რისი საშუალებაც არ ჰქონდა. პავლემ გადაწყვიტა ბოლომდე არ ეტკინა დედისთვის გული და უფლება მისცა მხოლოდ ორი კატა დაეტოვებინა მისთვის. ახლა იგი მზად არის სახლში კოსმეტიკური რემონტი დაიწყოს და იმედოვნებს, ცხოველების შემცირებით საკუთარ საცხოვრებელში წესრიგი და სისუფთავე დამყარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები