2 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბავშვების ცემის გამო სკოლა–ინტერნატის ხელმძღვანელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

ჩამოტვირთვა

ეს ვიდეო რუსეთში, ამურის რეგიონში, ერთ–ერთი ბავშვთა სახლშია გადაღებული. ვიდეო–მასალაში კარგად ჩანს, მოზრდილი გოგონები როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მცირეწლოვან ბავშვებს. სამართალდამცავების თქმით, სკოლის ხელმძღვანელს, თამარ გრიგორჩუკოვას შეეძლო მიეღო ზომები, რათა მსგავსი ცემის ფაქტებს არ ჰქონოდა ადგილი, თუმცა დირექტორს პატარების დასაცავად არაფერი გაუკეთებია, ამიტომ მას გულგრილობის ბრალდებით გაასამართლებენ. გარდა ამისა, სკოლის ხელმძღვანელს სხვა დარღვევებიც აღმოუჩინეს ადმინისტრაციულ საქმიანობაში. ამურის რეგიონის გუბერნატორის ინიციატივით, თამარ გრიგორჩუკოვა უკვე მოიხსნა თანამდებობიდან, დაზარალებული პატარები კი სარეაბილიტაციო ცენტრში არიან გადაყვანილნი, სადაც მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები