1 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვრჩები პარტიაში, განსაკუთრებით მანამ, სანამ სააკაშვილი რუსული რეჟიმის ტყვეა – მელია

”ᲛᲔ ᲐᲛ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ ᲕᲠᲩᲔᲑᲘ, ᲕᲠᲩᲔᲑᲘ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲨᲔᲛᲝᲕᲣᲔᲠᲗᲓᲘ 2013 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ ᲓᲐ, ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ, ᲕᲘᲥᲜᲔᲑᲘ ᲐᲛ ᲑᲠᲫᲝᲚᲘᲡ ᲐᲕᲐᲜᲒᲐᲠᲓᲨᲘ, ᲘᲛ ᲐᲗᲐᲡᲝᲑᲘᲗ ᲣᲦᲐᲚᲐᲢᲝ ᲔᲜᲛ-Ს ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲛᲭᲔᲠᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲩᲔᲛᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲪᲘᲚᲔᲑᲘᲗ ᲣᲤᲠᲝ ᲫᲕᲘᲠᲤᲐᲡᲜᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲑᲠᲫᲝᲚᲜᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ, ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲛᲭᲔᲠᲔᲑᲘ, ᲐᲛᲝᲛᲠᲩᲔᲕᲚᲔᲑᲘ, ᲕᲘᲓᲠᲔ, ᲗᲣᲜᲓᲐᲪ, ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘ.

ᲩᲔᲛᲗᲕᲘᲡ  ᲐᲛ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲑᲠᲫᲝᲚᲝᲑᲐ ᲒᲐᲪᲘᲚᲔᲑᲘᲗ ᲛᲐᲦᲐᲚᲘ ᲓᲐ ᲐᲦᲛᲐᲢᲔᲑᲣᲚᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐᲐ, ᲗᲣᲜᲓᲐᲪ ᲕᲘᲓᲠᲔ ᲑᲐᲕᲨᲕᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘ. ᲛᲐᲓᲚᲝᲑᲐ ᲧᲕᲔᲚᲐᲡ, ᲕᲘᲜᲪ ᲛᲘᲘᲦᲝ ᲐᲛ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲛᲐᲪ ᲒᲐᲛᲝᲘᲬᲕᲘᲐ ᲓᲘᲓᲘ ᲕᲜᲔᲑᲐᲗᲐᲦᲔᲚᲕᲐ, ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲛᲐᲓᲚᲝᲑᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲣᲦᲐᲚᲐᲢᲝ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲨᲔᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲔᲜ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲓᲘᲓ ᲠᲝᲚᲡ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘ. ᲙᲘᲓᲔᲕ ᲔᲠᲗᲮᲔᲚ, ᲕᲣᲚᲝᲪᲐᲕ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲣᲚᲡ, ᲕᲣᲡᲣᲠᲕᲔᲑ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲕᲣᲡᲣᲠᲕᲔᲑ, ᲠᲝᲛ ᲞᲐᲠᲢᲘᲐ ᲛᲐᲠᲗᲝᲜ ᲛᲐᲗ ᲦᲘᲠᲡᲔᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲘᲗ.

ᲐᲛ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ ᲛᲔ ᲒᲐᲐᲖᲠᲔᲑᲣᲚᲐᲓ ᲛᲘᲕᲘᲦᲔ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲝᲕᲣᲔᲠᲗᲓᲘ ᲓᲘᲓ ᲒᲣᲜᲓᲡ 2013 ᲬᲔᲚᲡ, ᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲐᲛᲝᲪᲐᲜᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲛᲘᲠᲬᲔᲕᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ ᲛᲡᲣᲠᲓᲐ 2013 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ, ᲯᲔᲠ ᲐᲠᲘᲡ  ᲛᲘᲣᲦᲬᲔᲕᲔᲚᲘ ᲓᲐ ᲛᲔ ᲛᲘᲛᲐᲩᲜᲘᲐ, ᲠᲝᲛ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲡ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲔᲢᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲐ ᲐᲥᲕᲡ ᲓᲦᲔᲡ, ᲕᲘᲓᲠᲔ 2013 ᲬᲔᲚᲡ. ᲐᲛ ᲠᲔᲐᲚᲝᲑᲐᲨᲘ, ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘᲐ, ᲛᲔ ᲕᲠᲩᲔᲑᲘ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ, ᲕᲠᲩᲔᲑᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲐᲨᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲔᲜᲛ ᲰᲥᲕᲘᲐ, ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲛᲐᲜᲐᲛ, ᲡᲐᲜᲐᲛ ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲘ ᲐᲠᲘᲡ ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲢᲧᲕᲔ. ᲐᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲛᲔ, ᲠᲐ ᲗᲥᲛᲐ ᲣᲜᲓᲐ, ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲑᲔᲕᲠ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲑ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐᲡ, ᲠᲐ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲗ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲧᲝ ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚ ᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐᲨᲘ, ᲗᲣᲛᲪᲐ ᲮᲐᲖᲡ ᲕᲣᲡᲕᲐᲛ, ᲠᲝᲛ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ ᲐᲠᲐᲗᲣ ᲐᲠ ᲕᲘᲥᲜᲔᲑᲘ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲔᲢᲘ ᲛᲝᲢᲘᲕᲐᲪᲘᲘᲗ ᲕᲘᲥᲜᲔᲑᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲑᲠᲫᲝᲚᲘᲡ ᲐᲕᲐᲜᲒᲐᲠᲓᲨᲘ. ”

ამბობს ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები