1 4 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ფორმულას” ჟურნალისტი ადასტურებს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერი მის საუბარს ასახავს

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ადასტურებს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერი მის საუბარს ასახავს. გელაშვილი აცხადებს, რომ საუბარი 2020 წლის ზაფხულში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შედგა.

“მე ვადასტურებ, რომ ესეთი საუბარი ნამდვილად შედგა, გასული წლის ზაფხულში დავურეკეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჟურნალისტებმა ინფორმაციის დასაზუსტებლად, ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, ჩვენი საუბარი ეხებოდა რაღაც ინფორმაციის დაზუსტებას და აქ, რა თქმა უნდა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა და შესაბამისად, გაუგებარია რატომ გახდა ეს საუბარი ვინმესთვის საინტერესო, რატომ დაიხარჯა ამაზე რესურსი და რა თქმა უნდა, თვითონ ის ფაქტი, რომ ასე ხდება მოსმენა ჟურნალისტების, რიგითი საუბრის, არის შემაშფოთებელი ჟურნალისტისთვისაც და როგორც მოქალაქისთვისაც,” — ამბობს გელაშვილი ფორმულას ეთერში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები