1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საავადმყოფოებში ე.წ. გეგმური სერვისები ჩერდება – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის სისტემაში აცხადებენ, რომ საწოლფონდთან დაკავშირებით რესურსი ჯერჯერობით აქვთ და სისტემა დაწოლას უძლებს. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განკარგულებით, საავადმყოფოებში გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და კლინიკები ურგენტულ სერვისებზე გადადიან. 

ამ გზით სამინისტრო საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლებას ცდილობს.

“გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოვეცით ახალი განკარგულება გამომდინარე იქიდან, რომ იცით მობილიზება მიმდინარეობს საწოლფონდის, და ისევე როგორც მეორე ტალღის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა რესურსი საწოლფონდის დღესდღეობით გადაერთოს კოვიდ მართვაზე. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტები სასტუმროებში არ მოთავსდებიან, ისინი მოთავსდებიან კლინიკებში”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო პერიოდის პიკური მაჩვენებელია, დამატებით 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები