1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლობას შეხვდა

 

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა „თეგეტა ჰოლდინგის“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მასაცუგუ ასაკავა საქართველოში კავკასიაში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი რანგის პერსონა თეგეტას წარმომადგენლებს სომხეთის მთავრობასთან ვიზიტის შემდგომ შეხვდა, რომელიც მიმდინარე წარმატებული პარტნიორობის აღსანიშნავად ჩაინიშნა.

„თეგეტა ჰოლდინგი“ რეგიონის მასშტაბით პირველი კომპანიაა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, რომელმაც მწვანე სტატუსის ობლიგაციები გამოუშვა და მისი მთავარი ინვესტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკია. ამ ობლიგაციების განთავსება პრეცედენტულია ასევე იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ „თეგეტა“ ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც ლარში მწვანე ობლიგაციები განათავსა.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „მიმდინარე წელს თეგეტამ შექმნა კიდევ ერთი პრეცედენტი და გახდა პირველი კომპანია რეგიონში, რომელმაც მწვანე ობლიგაციები განათავსა კაპიტალის ბაზარზე ლარში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია და ბატონ ასაკავასთან შეხვედრა ჩვენი თანამშრომლობის მკაფიო დადასტურებაა.

მოხარულები ვართ, რომ შეხვედრის ფარგლებში პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა ამ პროექტის მნიშვნელობა და წარმატებულ თანამშრომლობად შეფასდა. განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობა და ვისაუბრეთ სამომავლო განვითარებასა და ერთობლივ პროექტებზე“.

ADB „თეგეტა ჰოლდინგში“ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას დებს. თეგეტამ  არსებული ემისიის პროსპექტის ფარგლებში აიღო ვალდებულება, ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტი კიდევ უფრო განავითაროს. 20 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად  მწვანე პროექტებს მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიმართ თეგეტას გრძელვადიან ინტერესს უსვამს ხაზს. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ამ პროექტის სტატუსი და თეგეტას მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება შეფასდა.

 

შეხვედრაზე თეგეტასთვის, როგორც კერძო ბიზნესისთვის, რომელიც, ქვეყნის გარდა, რეგიონის მასშტაბით ფართო განვითარების გზას ადგას, არაერთი პერსპექტივა განისაზღვრა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მასაცუგუ ასაკავას ვიზიტს თვალს ადევნებს მსოფლიო მედია და მისი შეხვედრა თეგეტას მენეჯმენტთან საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ მწვანე ობლიგაციების ემისიის პროსპექტის ფარგლებში შეძენილი ეკოლოგიური ტრანსპორტიც დაათვალიერა და პირადად გამოცადა. მასაცუგუ ასაკავამ ADB-ს ოფისამდე ელექტრომობილით იმგზავრა.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები