1 4 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ თბილისის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, ასევე მოწყობა სანიაღვრე ქსელი.

„აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება. წერეთლის გამზირზე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, შეიცვლება წყალარინების, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. თვალითაც შესამჩნევია, რომ კონკრეტული ადგილებია სადაც გზა ჩავარდნილია, რადგან დაზიანებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და ხდება გზის გამორეცხვა. ძალიან კარგად გვესმის, რამდენად დიდი პრობლემაა აღნიშნული გამზირის გადაკეტვა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს, თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის და ტიპის სამუშაოების წარმოება თუ არ მოხდება აღნიშნული გამზირის დროებით გადაკეტვა, იმისთვის რომ მიწისქვემოთ არსებული მდგომარეობა და კომუნიკაციები, რომელიც ათეული წლებია არ შეცვლილა, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ.

შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, თუმცა ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხებით, რომ თუ ჩვენ დღეს არ შევცვლით მიწისქვეშა კომუნიკაციას, ხვალ ახალდაგებულ გზებზე იგივე პრობლემები გვექნება – გზების ჩავარდნა, ამორტიზებული, გადაადგილება პრობლემა და ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და რთული იქნება საზოგადოებისთვის ახსნა, რომ გუშინ შენ სარემონტო სამუშაოები აწარმოე და მიწისქვეშა კომუნიკაცია არ გამოგვიცვლია. ამიტომ ერთად უნდა გავიჭირვოთ და უნდა გავაკეთოთ, რაც აუცილებელია და გასაკეთებელია. შეიცვალოს აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს პრობლემას წარმოადგენს და გარკვეული დისკომფორტია, მთლიანად ახალი კომუნიკაციით ჩანაცვლდეს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები