1 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან ხაბეიშვილი - ჯვრის მონასტერი ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში ფაქტობრივად, ინგრევა - ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები და გაჩენილია რუსული წარწერები

 

„ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები, რომ "ჯალათეა" ფაქტობრივად, ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცის საზოგადოებამ და ძალაშია, რომ მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, მათ შორის, ფინანსურად უზრუნველვყოთ და დავეხმაროთ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიას, რომ, რაც დარჩენილია გელათისგან, ის მაინც არ განადგურდეს.

ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში ფაქტობრივად, ინგრევა. ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები და გაჩენილია რუსული წარწერები. უკიდურესად მძიმე რეალობაა. უპირველესად ეს ეხება ჩემდა სამწუხაროდ, "ჯალათეას", რომელიც მინისტრია და გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს. ის, რომ ქვები არ ცვიოდეს და ლოდები არ ეცემოდეს ჯვრის მონასტერში ადამიანებს, ის, რომ ჩვენი მე-6 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა არ ნადგურდებოდეს ჩემდა სამწუხაროდ, ეხება "ჯალათეას", ადამიანს, რომელიც ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს.

ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია და უნდა იცოდეს, საზოგადოებამ, რომ ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, ეს თანხა გამოყვეს იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ წულუკიანს ეს ფინანსები შეჩერებული აქვს. ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ რამდენიმე წუთში აქ საქმიანობა დაიწყონ, რომელიც უზრუნველყოფს ჯვრის მონასტრის არ დანგრევას, არ განადგურებას, ქვების ცვენის შეჩერებას, ვანდალიზმის შეჩერებას, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებთან ერთად, ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას" ,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები