1 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრამპის პირველი ინტერვიუ კომის გათავისუფლების შემდეგ - რაზე ალაპარაკდა პრეზიდენტი?

    აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ FBI-ს გამოძიებასთან მას არანაირი  შეხება არ აქვს, ეს მაშინ როცა  FBI-ს დირექტორის, დევიდ კომის თანამდებობიდან გადააყენება სწორედ მისი სურვილი იყო

როგორც ტრამპი აცხადებს, მან კომის ჰკითხა, იყო თუ არა ის რაიმე კავშირში გამოძიებასთან, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „მე ვკითხე კომის,  თუ შესაძლებელი იყო, ეთქვა ჩემთვის, იძიებდნენ რაიმეს თუ არა ჩემს შესახებ. კომიმ მიპასუხა, რომ ჩემთან დაკავშირებით არაფერს იძიებდნენ. აქედან ვიცი, რომ გამოძიება ჩემზე არ მიმდინარეობს“- განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, კომიმ  ეს ინფორმაცია  თეთრ სახლში ვიზიტის დროს სადილისას უთხრა.  კომიმ სწორედ მაშინ მიიღო შეთავაზება, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში კვლავ პოსტზე დარჩენილიყო. NBC-მ მოგვიანებით გაარკვია, რომ თეთრ სახლში კომის ტრამპისთვის ასეთი რამ არ უთქვამს. ტრამპის ნათქვამი არასწორი აღმოჩნდა.

ტრამპის განცხადებით, კომის სამსახურიდან დათხოვნა იუსტიციის მინისტრის რეკომენდაციას ემყარებოდა

ტრამპმა გამოძიების შესახებ განაცხადა:’’მე მინდა იქნეს გამოძიებული, თუ რაიმე გავლენა მოხდა არჩევნებზე რუსეთის  ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ. მსურს, რომ გამოძიება იყოს ეფექტური. ძალიან მინდა, რომ ეს ასე მოხდეს.“

‘’არანაირი შეთანხმება არ არსებობს ჩემს საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის. მე არაფერი გამიკეთებია რუსეთში, მათ შორის, არც ინვესტიეციები. არც ქონება მაქვს რუსეთში. რუსეთთან ერთად არანაირ საქმიანობაში არ ვარ ჩართული." ნათქვამია ინტერვიუში

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები