1 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დასავლეთი ოფიციალური ანკარისაგან არალეგალური ხმის მიცემის პროცესის გამოძიებას მოითხოვს

   ევროპულმა კომიტეტმა თურქეთისგან მოითხოვა გამჭვირვალე გამოძიება ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელმაც პრეზიდენტის ძალაუფლება გაზარდა.

  თურქეთმა შემდეგი ნაბიჯები ძალიან ფრთხილად უნდა გადადგას - აცხადებენ ევროპელი ლიდერები. მათი განცხადებით, შედეგი ურთიერთობებზე იმოქმედებს და გამოიწვევს თურქეთში არასტაბილურობას.

 პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკას უარყოფს. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ კი  შედეგების გაუქმება მოითხოვა.

   თუ ცვლილებები ძალაში შევა, მოსალოდნელია, რომ 2109 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თურქეთი გახდეს საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როგორც ეს აშშ-ში და საფრანგეთშია. ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს ერდოღანს ქვეყნის სათავეში 2029 წლამდე დარჩეს.

  ევროპის საბჭო, რომელიც ასევე აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცსს, აცხადებს, რომ პროცესი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.დამკვირვებლებმა ასევე გააკრიტიკეს ის, რომ ხმის მიცემის ფურცელს ოფიციალური შტამპი არ ჰქონდა.

  პრეზიდენტი ერდოღანი ხმის მიცემის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თურქეთი  ვერ ხედავს, არ ესმის და არ აღიარებს პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომლებსაც დამკვირვებლები აკეთებენ. მისი განცხადებით, შედეგებმა დაასრულა კამათი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რეფორმები კი ახლა იწყება.

  რეფერენდუმს ევროპელი ლიდერებიც გამოეხმაურნენ. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, თუ, როგორი გაყოფილია თურქეთის მოსახლეობა და ეს იმას ნიშნავს, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა ენიჭება მმართველ ძალას და პრეზიდენტ ერდოღანს.

კონსტიტუციურ ცვლილებებს რეფერენდუმის შედეგების მიხედვით 51,4 % დაუჭირა მხარი. ცვლილებები გულისხმობს:

1)პრეზიდენტს ექნება 5-წლიანი ვადა და ორჯერ შეეძლება ზედიზედ კენჭის ყრა.

2)პრეზიდენტს შეეძლება დანიშნოს უმაღლესი ოფიციალური პირები, მათ შორის, მინისტრები და ვიცე-პრეზიდენტი.

3)პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება შემცირდება.

4)პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში.

5)პრეზიდენტ შეეძლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება კრიტიკულ სიტუაციაში.

 

                                                                             ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები