1 5 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სანქტ პეტერბურგის მეტროში აფეთქება 22 წლის თვითმკვლელმა მოაწყო

სანქტ პეტერბურგის მეტროში აფეთქება 22 წლის თვითმკვლელმა მოაწყო. ყირგიზი მამაკაცის პიროვნება უკვე დადგენილია. მისი ვინაობა ყირგიზეთის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა. პოლიცია მისი თანამზრახველების დადგენაზე მუშაობს. აკბარჟონ ჟალილოვმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ბოლო რამდენიმე წელი სანქტ პეტერბურგში ცხოვრობდა. გამოძებამ დაადგინა, რომ მას სირიელ ტერორისტებთან კავშირიც ჰქონდა. 

ბომბი, რომელიც მეტროში აფეთქდა, ჯალილოვს სავარაუდოდ სხეულზე ჰქონდა დამაგრებული ან ზურგჩანთაში ედო. ის მგზავრებთან ერთად შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, რომლის ფოტოც მედიაში გუშინ გავრცელდა, ის ყაზახია და სტერაქტის შემდეგ თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი აქვს.

ბოლო მონაცემებით, პეტერბურგში ტერქატს 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 45 დაშავდა. რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დილიდან ტერაქტის ადგილზე ადგილობრივები მიდიან. გვიან ღამით მეტროს სადგურში ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა, რომელმაც მანამდე უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა.

გაირკვა, რომ სპეცსამსახურისთვის მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ცნობილი იყო და საეჭვო პირებზე თვალთვალიც და ფარული სატელეფონო მოსმენაც ხორციელდებოდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ორივე ბომბი კონსტრუქციით ერთნაირი იყო. თუმცა, აფეთებულისგან განსხვავებით მეორე მოწყობილობა, რომელიც პოლიციელებმა სხვა სადგურთან იპოვეს, 700 გრამით მეტ ტროტილის შეიცავდა. 

აფეთქება დღის 3 საათზე ორ მეტრო სადგურს შორის მატარებელში მოხდა. მიუხედავად ამისა, მემანქანეს შემადგენლობა გვირაბში არ გაუჩერებია. ადგილზე 7 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მოგვიანებით გარდაიცვალა. საავადმყოფოებში 51 დაჭრილი გადაიყვანეს.

რუს ხალხს მსოფლიო ლიდერებმა სამძიმარი გამოუცხადეს. ვლადიმერ პუტინს პირადად ელაპარაკა ტელეფონით დონალდ ტრამპი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები