1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯადოსნური სასმელი, რომელიც ძილში ცხიმებს წვავს

   წარმოგიდგენთ იმ წვენების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ და ისინი უფრო ჯანმრთელს, გამხდარს და ენერგიულს გაგხდით.

აქ ნახავთ ძირითად რეცეპტებს, რომელიც შეგიძლიათ თქვენს გემოს შეუსაბამოთ. მთავარი ინგრედიენტები ასეთია: ცოტა შაქარი, რაც შეიძლება ბევრი ჯანსაღი პროდუქტი და წყალი. ისინი აუცილებლად იქნება წარმოუდგენლად გემრიელი.

1)კიტრის წვენი

შემადგენლობა:

1 კიტრი

1 კონა ოხრახუში ან ქინძი

1 ლიმონი

გახეხილი კოჭა

ალოე ვერას წვენი

1/2 ჭიქა წყალი

2)კიტრი და ლიმონის წვენი ერთად

შემადგენლობა:

1 ლიმონი

2 კიტრი

1 დიდი ფორთოხალი

თაფლი გემოვნებით

პიტნა გემოვნებით

1 ლიტრი მინერალური წყალი

როგორ მოვამზადოთ?

ერთი კიტრი დავაბლენდეროთ, ხოლო მეორე დავჭრათ მრგვლად. ავურიოთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენები. კიტრი, წვენი და თაფლი მოზრდილ ჭურჭელში შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ სოდა და გარნირი პიტნის ფოთლებთან ერთად.

3)ლიმონის წვენი

შემადგენლობა:

5 ლიმონი

1 ლიტრი მინერალური წყალი

პიტნა

ყინული

როგორ მოვამზადოთ?

4 ლიმონი გამოვწუროთ, 1 კი დავჭრად მრგვლად. შევურიოთ წყალი და ლიმონის წვენი. დავუმატოთ ყინული და პიტნა.

4)მარწყვისა და სხვადასხვა მცენარის წვენი

შემადგენლობა:

1/2 ლიმონი

პიტნა

მარწყვი

1 ლიტრი მინერალური წყალი

100 მილიგრამი წყალი

ყინული

5)ბოსტნეულის წვენი

შემადგენლობა:

1 ლიტრი მინერალური წყალი

შაქარი გემოვნებით

მოზრდილი წითელი წიწაკა

3 კიტრი

3 ლიმონი

პიტნა

ყინული

როგორ მოვამზადოთ?

დავჭრათ წითელი წიწაკა და ორი კიტრი. მათ შაქარი დავაყაროთ და ერთი საათის შმედეგ მოვამზადოთ. დავჭრათ კიდევ ერთი კიტრი და ერთი ლიმონი. წვენი გავაკეთოთ ორი ლიმონისაგან. ამ ყველაფერს დავამატოთ პიტნა. დავასხათ წყალი. ჩავაყაროთ ყინული.

                                                     ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები