1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღის მთავარი გაფრთხილება: არანაირი მოწყენილობა და იმედგაცრუება. იყავით ხალისიანი. რთულ საქმეებს ნუ შეუშინდებით, ყველაფერს ადვილად გაართმევთ თავს. საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ქვეშ ხართ. 

კურო
იყავით კეთილი და გულწრფელი. თუმცა, უცნობებს პირად პრობლემებზე ნუ მოუყვებით. თქვენით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ პირად ცხოვრებაში. 

ტყუპი
დღეს შეიძლება გარშემო მყოფებმა დახმარება გთხოვონ ან თავად გამოიჩინოთ სურვილი და გახდეთ ვინმეს დამცველი. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა. 

კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ შემოქმედებითი და პროფესიონალური ნიჭი. რაც უფრო მორიდებული იქნებით, მით მეტს წააგებთ. წარმატება გელით პირად ცხოვრებაში, საყვარელ ადამიანს პაემანზე უარს ნუ ეტყვით. 

ლომი
ნუ უღალატებთ პრინციპებს. გარშემო მყოფები ადრე თუ გვიან დარწმუნდებიან თქვენს სიმართლეში. კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან საქმიანი შეხვედრებისთვის. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ცხოვრებაში საოცრებებს ექნება ადგილი. თქვენ ყველაფერი საუკეთესო დაიმსახურეთ. საღამოს გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად. 

სასწორი
რთულ საკითხებსაც კი ისე მარტივად მოაგვარებთ, რომ გარშემო მყოფებს გაოცებულებს დატოვებთ. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. პირად ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს. 

მორიელი
კარგი დღეა შეხვედრებისა და საუბრებისთვის, დელიკატურ თემებზეც კი. თუმცა, გირჩევთ, თავად მინიმალური ინფორმაცია გასცეთ. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელობით გაუმასპინძლდით. 

მშვილდოსანი
საინტერესო შეხვედრებისა და მოულოდნელი საჩუქრების დღეა. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

თხის რქა 
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად, გულწრფელი საუბრისთვის. 

მერწყული
გარშემო მყოფებს თქვენი კეთილგანწყობით, იუმორით გააბედნიერებთ. თუმცა, ისეც ნუ იხუმრებთ, ვინმეს გული რომ ატკინოთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

თევზები
დღეს სრული უფლება გაქვთ საკუთარი თავით იამაყოთ. ყველა საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. საყვარელი ადამიანი თქვენი წარმატებით ბედნიერია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები