1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები 2018 წლამდე დროებით ჩერდება

ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი, - ამის შესახებ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისი თქმით, საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას. 

”საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას და ამისთვის საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ კი არ დაგვისვან მარტო კითხვები, წარმოადგინო თავისი რეკომენდაციები, თავის საექსპერტო დასკვნა. მე ძალიან გამიხარდება, ჩვენ გუნდსაც ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი. არა მხოლოდ facebook-ზე ლანძღვის რეჟიმში, არამედ ძალიან საქმიანად და ძალიან ყურადღებით. უნდა იყოს ძალიან დიდი მსჯელობა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაცნობიეროთ”, - განაცხადა მაღლაფერიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები