1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურში თქვენი საუკეთესო თვისებები და შესაძლებლობები უნდა გამოავლინოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ. 

კურო
კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაწესრიგებლად. ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალ მეთოდებს უნდა მიმართოთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. 

ტყუპი
უამრავ დაგროვილ საკითხს მოაგვარებთ და საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საღამოს მიღებული ინფორმაცია განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

კირჩხიბი
დღეს რუტინული სამუშაო უნდა შეასრულოთ, მოაწესრიგოთ საბუთები. კარგი დღე ელით ფინანსურ სფეროში მომუშავეებს. საინტერესო ადამიანებთან გელით საუბარი. 

ლომი
შრომისმოყვარე ნიშნები კოლეგებისა და უფროსის შექება დაიმსახურებენ. მოსალოდნელია მივლინება, საქმიან ადამიანებთან შეხვედრა. ზოგიერთს დაწინაურება ელის; მარტოხელებს - რომანის დაწყება. 

ქალწული
შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალური შესაძლებლობები. ზოგიერთს ჰობი შემოსავლის წყაროდ ექცევა. კარგი დღეა ფულის დასაბანდებლად. წარმატება გელით პირად ურთიერთობებშიც. 

სასწორი
ბიზნესსა და სამსახურში საინტერესო შემოთავაზებები გელით. ზოგიერთს - დაწინაურება. გაანებივრეთ საკუთარი თავი საჩუქრეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მორიელი 
კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოგზაურობის დაწყება ან მივლინება გელით. გზაში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. 

მშვილდოსანი
წარმატების მისაღწევად დაკვირვებულად და მიზანსწრაფულად უნდა იმოქმედოთ. ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ, ან ახალი თანამდებობის დაკავებას შემოგთავაზებენ. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად. 

თხის რქა
ახალი საქმეების, იდეების განხორციელების დღეა. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. საღამოს მშვიდ გარემოში დაისვენეთ. 

მერწყული
კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად, საჭირბოროტო საკითხების განსახილველად და მოსაგვარებლად. წარმატებული დღე ელით სამეცნიერო და სავაჭრო სფეროში მოღვაწეებს, აგრეთვე, სპორტსმენებს. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
მეგობრების დახმარებით ან ახალ სამსახურს იშოვით, ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. რჩევისა და დახმარებისთვის ახლობლებსა და კოლეგებს მიმართეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები