1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

აუცილებელია ძვლის გადანერგვა ორივე ფეხზე, რომ სიარული შეძლოს - გიორგი გოცირიძეს დახმარება სჭირდება

Comedy Group-ის მსახიობ გიორგი გოცირიძეს ოპერაცია სჭირდება. ძვლის ტვინის გადანერგვის გარეშე გოცირიძე ფეხზე დადგომას ვერ შეძლებს.

მისი და ანი გოცირიძე "ნიუს ვითუბთან" საუბარში ამბობს, რომ გიორგი გოცირიძეს ძვლის გადანერგვა სჭირდება. ოპერაცია კი თურქეთის კლინიკაში, ორივე ფეხზე უნდა ჩაუტარდეს.

"თავისა და მუცლის ტრავმები ოპერაციის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაშია. ერთადერთი იყო ფეხების პრობლემა. ისინი ხელოვნურად შექმნილ აპარატში ჰქონდა ჩასმული. ძვლოვანი ფუნქციები დარღვეული იყო. აპარატი ფეხიდან მოიხსნა და შემდეგ რაქიტული განვითარება წავიდა. ექიმი ვარაუდობდა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. ამ ეტაპზე აუცილებელია ძვლის გადანერგვა ორივე ფეხზე, რომ სიარული შეძლოს. სხვა შემთხვევაში, ვერ გაივლის" - ამბობს გიორგი გოცირიძის და.

მისი თქმით, ოპერაცია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომლის გაღების საშუალება ოჯახს არ აქვს.

გიორგი გოცირიძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ, თანხა "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშზე გადარიცხონ.

ანგარიშის ნომერია:
GE12BG0000000139408800

შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ მსახიობს 2016 წლის 27 აპრილს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსახიობი ბელიაშვილის ქუჩაზე მიდიოდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები