1 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით ქობულეთში კონცერტი გაიმართა

ქობულეთის ამფითეატრში ადგილობრივი ბენდების - ASEA SOOL, GROOVEPHONICS -IRAKLI PAGAVA, THE NEMO -ს მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კონცერტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო.

„ჩვენი პრიორიტეტია ადგილობრივი მუსიკოსების ხელშეწყობა. ამ მიზნით სამინისტრომ დააფინანსა სამი ადგილობრივი ბენდი , რომელთა მონაწილეობით ტურისტულ სეზონზე კონცერტები იმართება. ვფიქრობ, მსგავსი კონცერტების ჩატარება, ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და ტურსიტების მოზიდვას „ - აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გარდა მუსიკალური კონცერტებისა, შეიქმნება აღნიშნული სამი ბენდის მარკეტინგული კონცეფცია, მომზადდება ვიდეო რეკლამები ინტერნეტ სივრცისთვის, ასევე სტუდიურად ჩაიწერება თითოეული ბენდის თითო სიმღერა. პროექტის მიზანია ადგილობრივი ბენდების ხელშეწყობა, მათი წახალისება, ცნობადობის გაზრდა და ტურისტების მოზიდვა.

როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს საშუალება ექნებათ 24 აგვისტოს ბენდების სხვადასხვა კომპოზიციას მოუსმინონ ბათუმში ევროპის მოედნაზე, ხოლო 26-27 აგვისტოს გონიოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები