0 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

საქართველოში მგზავრი შემოპარვას თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ცდილობდა

თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული ყაზანი-თბილისის რეისის მგზავრი დააკავეს. ამის შესახებ პირველი არხი წერს. აღმოჩნდა, რომ საზღვრის გადაკვეთას 23 წლის მამაკაცი სხვისი პასპორტით ცდილობდა. კერძოდ, მესაზღვრეს მან საკუთარი ძმის პასპორტი წარუდგინა.

სავარაუდოდ, მგზავრს იმედი ჰქონდა, რომ სამართალდამცავები ყურადღებას მის ჩაცმულობას და არა გარეგნობას მიაქცევდნენ.

იჟევსკის მცხოვრები თბილისში ვერ ჩამოვიდა. მის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები