0 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ მაგრად შეცდი"- ინგა გრიგოლია ზაალ უდუმაშვილზე

ინგა გრიგოლია ზაალ უდუმაშვილის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს.

"ეძებ...ეძებ..სულ ეძებ შენს თავს შენივე საკუთარ ცხოვრებაში. მიედები..მოედები.. რაღაც უფრო მეტი გინდა,რაღაც უფრო მეტ ძალას გრძნობ შენს თავში და მიდიხარ ხისტად. მერე რაღაც ახალ გზას აღმოაჩენ და გადაწყვეტ,გადაერთო იმ გზაზე....გავა ცოტა(სულ ცოტა) დრო და მერე ერთ დღეს აღმოაჩენ,რომ მაგრად შეცდი. ძალიან მაგრად შეცდი,როცა შენივე ნებით წახვედი იმ პროფესიიდან,რაც შენი მთელი სიცოცხლე იყო. მერე იწყება დარდი და სინანული. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა,როცა ტელევიზიიდან საკრებულოში წავედი.მერე მძიმე დეპრესია დამეწყო და ბევრი დრო მოვანდომე უკან მობრუნებას,ბევრი დრო და ბევრი ნერვი..ხოდა,მინდა რომ არ ინანოს ზალიკომ მისი გადაწყვეტილება. ძალიან მიყვარს და მინდა,არ მოუხდეს იმ გზის გავლა, რაც მე გავიარე))))))) გული კი დამწყდა ძალიან.უხდებოდა ეკრანს ძალიან,"-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები