1 6 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი ლარი კინგი გარდაიცვალა

ამერიკელი ტელეწამყვანი, ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. აქედან 25 წლის განმავლობაში მას CNN-ზე საკუთარი გადაცემა მიჰყავდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან ჩაწერა ინტერვიუ.

როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, იანვრის დასაწყისში მას კორონავირუსი დაუდასტურდა და კლინიკაში მკურნალობდა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა, მათ შორის გადაიტანა გულის შეტევა. 

ცნობილმა წამყვანმა პოპულარობა 70-იანებში მოიპოვა, როცა რადიოგადაცემა The Larry King Show მიჰყავდა. 1985 წლიდან 2010 წლამდე მას CNN-ზე გადაცემა Larry King Live ჰქონდა. გარდა ამისა, 20-ზე მეტია USA Today-ს კოლუმნისტი იყო.

ბოლო პერიოდში კი მას საკუთარი გადაცემა Hulu-ზე მიჰყავდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები