1 9 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის F C I-ის წევრი გახდა.

ლიბერთი, მესამე ბანკია საქართველოს ბაზარზე, რომელიც FCI-ში გაწევრიანდა.

 

"ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტების დანერგვას და მომსახურების პირობების გაუმჯობესებას.  ფაქტორინგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური მომსახურებაა როგორც მსოფლიოში, ასევე   საქართველოშიც. ჩვენს მომხმარებლებს  ადგილობრივ ფაქტორინგულ ოპერაციებს 2020 წლიდან ვთავაზობთ.  საერთაშორისო ფაქტორინგულ ორგანიზაცაში გაწევრიანება, ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს პროდუქტების მრავალფეროვნება, ასევე  ბაზარზე არსებული პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყაროს და  მომავალში მომხმარებლებს საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციები შესთავაზოს“ - შოთა დეკანოსიძე ლიბერთის გლობალური საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.

 

FCI -ის შესახებ:

FCI არის უმსხვილესი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს წაახალისოს და განავითაროს საერთაშორისო ვაჭრობა ფაქტორინგული ოპერაციების გზით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. FCI-ში გაწევრიანებულია 400-მდე ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნიდან. FCI-ის მსოფლიოს ფაქტორინგული ბაზრის 60%-მდე წილი უკავია.

ლიბერთის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...