1 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ბანკად აღიარა

Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „SME Bank Awards 2023“ თიბისი საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში - საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში.

„თიბისისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს აღიარება. Global Finance-ის ჯილდოები ნათლად ადასტურებენ, რომ თიბისი გამორჩეული და საუკეთესოა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.  ეს ჯილდო არის ჩვენი მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარება, რომელთა საშუალებითაც ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

SME Bank Awards-ი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის რიგით მეორე ყოველწლიური დაჯილდოვებაა, რომლის გამარჯვებულები მსოფლიოს ყველა კონტინეტიდან -  ჯამში 70-მდე ქვეყნიდან შეირჩნენ.

„მცირე მეწარმეობა ყველა ქვეყანაში ეკონომიკის სასიცოცხლო ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფართო სპექტრს მოიცავს, თითოეულ ბიზნესს აქვს სპეციფიკური საჭიროებები, რომელსაც ინდუსტრია, სექტორი თუ გეოგრაფია განაპირობებს.  Global Finance-მა დააჯილდოვა ის საფინანსო ინტიტუტები, რომლებიც ფოკუსირდებიან ამ სეგმენტზე და კარგად ესმით, რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს მათ ქვეყანაში,“  - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

Global Finance-მა გამარჯვებულები თავად ბანკების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით გამოავლინა, რომლის დროსაც შეისწავლეს   ინდუსტრიის ინსაიდერების, აღმასრულებლებისა და ტექნოლოგიების ექსპერტების მოსაზრებები.

ჟურნალი Global Finance-ი  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  35  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance-ი  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...