1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლონდონში ბრიჯიდ ბარდოს დღემდე უცნობი ნახატები გამოფინეს

ჩამოტვირთვა

ლონდონის სამხატვრო გალერეაში, ცნობილი მხატვრის, ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული ბრიჯიდ ბარდოს დღემდე უცნობი ხუთი პორტრეტი გამოიფინა. პოპ-არტის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა ბრიჯიდ ბარდო 1967 წელს გაიცნო. შეხვედრიდან 5 წლის შემდეგ, მსახიობმა განაცხადა, რომ კინოკარიერას ასრულებს და უორჰოლს თავისი პირველი პორტრეტი შეუკვეთა. პორტრეტი მხატვარს მერილინ მონროსა და ელიზაბეტ ტეილორის ნამუშევრების მსგავსად აქვს შესრულებული. მხატვარმა ის ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონის 1959 წელს გადაღებული ბრიჯიდ ბარდოს ფოტოსურათის მიხედვით შექმნა. 2008 წელს ეს ფოტო "კრისტის" აუქციონზე 180 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. ვარაუდობენ, რომ გამოფენის შემდეგ პორტრეტებს აუქციონზე გაიტანენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები