0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება - თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა

თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა გჭირდებოდა  - ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ.  

 

ავტო კომფორტი ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ: 

 

·         გადაიხადო ჯარიმები ქვითრის ნომრის გარეშე - შენი ჯარიმები თიბისის მობაილბანკში ავტომატურად გამოჩნდება, არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა ციფრულია თუ ფიზიკური -  ქვითრის ნორმის მოძიება ხშირად დისკომფორტს წარმოადგენს, რადგან ან შეტყობინების ან ფიზიკური ქვითრის გადახდამდე შენახვა გიწევს. ავტო კომფორტის ფუნქციონალით ჯარიმის გადახდას ქვითრის ნომრის მითითება არ სჭირდება. 

 

·         გადაიხადო ჯარიმები საკომისიოს გარეშე -  თუ აქამდე სპეციალურ პლატფორმაზე ჯარიმის ბარათით გადახდისას საკომისიოს გადახდაც გიწევდა, ახლა თიბისის მობაილბანკიდან მხოლოდ ჯარიმის ღირებულებას გადაიხდი.  

 

·         ნახო ინფორმაცია პარკირების საშვებზე - რამდენჯერ გქონია შემთხვევა, როცა პარკირების ჯარიმა მხოლოდ იმიტომ მოგსვლია, რომ საშვს ვადა გაუვიდა? დამატებითი თარიღების ჩანიშვნის გარეშე, ახლა პარკირების საშვებზე ინფორმაცია უკვე თიბისის მობაილბანკში დაგხვდება, რაც ვადებისა და შეძენის პროცესს მაქსიმალურად გაგიადვილებს. 

 

როგორ გავიაქტიურო ავტო კომფორტი? 

 

ავტო კომფორტის გააქტიურებისთვის თიბისის მობაილბანკში მოძებნე „პარკირება და ჯარიმების“ ან „პროდუქტების აქტივაციის“ განყოფილება და დაამატე შენი ავტომობილი. სერვისის გააქტიურება შეგიძლია იმდენჯერ, რამდენი ავტომობილის დამატებაც გსურს. 

მომსახურების გააქტიურება 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ შეგიძლია, ხოლო შემდეგ თითოეულ დამატებულ ავტომობილზე თვეში მხოლოდ 0.9₾.  

 

სპეციალური შეთავაზება საწვავზე 

 

მიიღე დამატებითი სარგებელი საწვავის ღირებულების თიბისის ბარათით გადახდისას - ჩაასხი მინიმუმ 50 ლარის საწვავი თვეში 5-ჯერ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, გადაიხადე თიბისის ბარათით და მიიღე საჩუქრად 10 ერთგული ქულა.  ქულები მომდევნო თვის 20 რიცხვამდე დაგერიცხება. 

 

გამოცადე ახალი ფუნქციონალი და დაიწყე ყოველდღიურობის გამარტივება თიბისის მობაილბანკთან ერთად.  

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები