0 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობის ანგარიში: 2022 წელს სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მოხდა დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები 2023 წელსაც გაგრძელდა და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, 2022 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ექსპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა.

„2021 წლის მსგავსად, 2022 წელი სავსე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით, რამაც, თავის მხრივ, გავლენა მოახდინა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, გამოწვევები საპასუხო ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. გეოპოლიტიკური შოკებისა და რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა.

პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2023 წელსაც გაგრძელდა და, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც, კერძოდ, 2022 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა. 2022 წელს სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2022 წელს ექსპორტი გაიზარდა 31.8 პროცენტით და რეკორდული მაჩვენებელი − 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ექსპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 23.6%-ით გაიზარდა და 1,962.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 61.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აპრილში კი, წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს“, - ნათქვამია ანგარიშში.

2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის პერიოდში, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.

ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები