0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ელექტროენერგია გვჭირდება, ჰესებიც გვჭირდება..”- ნათია ფანჯიკიძე რაჭაში ჰესების მშენებლობაზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რაჭაში ჰესების მშენებლობას ასე ეხმაურება:

"პენსიაში რაჭაში გადასახლებას ვგეგმავდი და ყველა უკიდურესი დაღლილობისას, ფიქრებით გასაქცევადაც  რაჭა იყო ჩემი "უსაფრთხო ადგილი", ხოდა ახლა ერთ დიდ კაშხალად გადაკეთებას გვიპირებენ თურმე, მაგრამ მე როგორც დეტერმინირებული პლასტიკური აზროვნების მქონე, გამრჯე ადამიანი ვპოულობ დადებით მხარეებს  - ჯერეგერთი, კლიმატი გახდება სუბტროპიკული და ევკალიპტებს დავრგავ, თუ სადმე მიწის ნაკუწი დარჩება, მეორეცერთი, პირბადეების გადამკიდე ლაყუჩებით სუნთქვას კი მივეჩვიე ამასობაში, ხოდა ქალთევზად ვიმუშავებ კაშხალში და შეყვარებულიც მეყოლება, ლამაზ ფარფლებიანი იხტიანდრი. თქვენიკითხეთ, ვინც რაჭაში აქამდე არ ხართ ნამყოფი, სამოთხე გველების გარეშე როგორია რომ არ გინახავთ. 

პ.ს. ელექტროენერგია გვჭირდება, ჰესებიც გვჭირდება, მაგრამ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა დეტალი და დასაბუთებული, გარემოს მიმართ მეგობრული და მაქსიმალურად ურისკო მეწყერსაშიშ რეგიონში. ამას სჭირდება კომპეტენტური ადამიანებისგან განმარტებების მოსმენა და არა კომუნიკაციის ის ფორმა, რაც არჩეული აქვს მთავრობას, - ტროლების და ნამეტანიმომხრეების დისკუსიებში აგრესიული შევარდნები."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები