ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ლუგარის ლაბორატორიის თანმშრომელი, ლელა ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს:
🔹️დღეს ჩვენი ჯგუფია მორიგე, ექვსნი ვართ: მე, ჯაშო, ხმალიკა, მეკო გვანცა და ნატალია.
🔹️დილის 11 საათია უკვე 92 ნიმუშია, ერთი ბოქსში ჯდება, მეორე მონაცემს კარნახობს, მესამე გარეთ ამთავრებს რეაქციას, ერთსაც მონაცემები შეყავს. მიმღებიდან ჭიჭყიმ შემოყო თავი, ნიმუშები მოგვაწოდა: -კიდევ 60 დაემატა გოგოებო, მერე 70… 80, . სადღაც 4 საათის შემდეგ ჯაშო წუწუნებს რომ ძალიან მოწყურდა და რომ ვეჩხუბებით ეხლავე ადექი და მე გავაგრძელებ შენ სამუშაოსო, ის კითხვას გიბრუნებს – შენ არ გშია ან არ გწყურიაო? თან ყველაფერი უნდა გაიხადო და შემოსვლისას ისევ მოემზადო, ჩაიცვა და შემოხვიდე პროცედურულად იმხელა ამბავია, აღარ დგება.
🔹️როგორც იქნა გავუშვით პირველი რეაქცია, 94 ნიმუში, შესვენებაზე გავდივართ. კართან ჟურნალისტი გვეღობება, შეიძლება გადაგიღოთ როგორ ისვენებთო, ცოტა უხეშად იშორებ უარით, მერე ხვდები რომ ეს სიუხეშე დაღლილობის ბრალია და გაღიზიანება კი ალბათ მოკერებული გმირობის იარლიყიდან მოდის , არადა ეს უბრალოდ ჩვენივე არჩეული გზაა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობა !
🔹️ღამის 10 საათია უკვე 310 ნიმუშია გაკეთებული და კიდევ 75 მოვიდა, შესვლამდე ხმალიკა დედას ურეკავს, მისმა 3 წლის მაშომ თუ დაიძინა და როგორ ჭამა აინტერესებს, ჩვენ დედები გვირეკავენ, გვეეკითხებიან როდის დავბრუნდებით და თუ ვჭამეᲗ ( ჰო მართლა საკვები სულ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციების, კეთილი თანამშრომლების და ხანაც უცნობი გულშემატკივრების წყალობით.)
🔹️ შედეგებს ვნახულობთ 17 დადებითია, ავნერვიულდით გადავამოწმეთ და ყველა განმეორებაა ანუ ჰოსპიტალიდან გასაწერად ვუმოწმებთ პაციენტს ვირუსის არსებობას, ანუ ახალი შემთხვევა ჯერჯერობით ამ პარტიაში არ არის, ამ დროს გვაქვს სიხარულის შეძახილი თუ სიმღერა, რომლითაც ერთმანეთს ვუზიარებთ ამ ძალიან მაგარ ამბავს.
🔹️11 საათია ჩვენ მეგობარ ეპიდემიოლოგებთან ვრეკავᲗ ჩვენზე ყოჩაღებთან – გორი მოგვაქვს, ბოლნისი გზაშია, მარნეულს ნახევარ საათში შემოიტანენ, სხვა სალაპარაკო თემაც აღარ გვაქვს 😊 🔹️ადმინისტრაციიდან გვირეკავენ გვთხოვეს სახლში წადით, ნუღარ აგრძელებთ მუშაობას არ გადაიღალოთო, მაგრამ მეორე დღეს მეორე ჯგუფს არ გვინდა დავახვედროთ ძალიან ბევრი საქმე, თან ექიმებიც ელიან პასუხს. ახალ ნიმუშებს ვდგამთ და შემდეგ პარტიას ველოდებით, სადაც იმედი გვაქვს რომ ისევ ცოტა იქნება დადებითი. “გაგვიმართლა” 440 დან მხოლოდ 20 ია ახალი შემთხვევა.
🔹️ღამის სამი საათია სახლში შევდივარ მაგიდაზე ფურცელი მხვდება „დედა მიყვარხარ“ და ბლინის გამოცხობის პირველი მცდელობა, ეს ჩემი შვილია ❤
🔹️ დაძინებამდე ფეისბუქს უაზროდ ვსქროლავ და პოსტი მხვდება რატომ არ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ ათობით დადებითი და რატომ ვმალავთ შემთხვევებს, ვეღარც ვბრაზდები.
🔹️ დღეს ჩვენი ჯგუფში ყველაზე პატარა გვანცა 25 წლის გახდა და ლუგარში 12 საათზე ერთად ჩავაქრეთ ტორტზე სანთელი.”
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები