2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე: "ან ეს კრემლის ორკები წაიღებენ და მიუერთებენ ამ ქვეყანას რუსეთს ან ხალხი აიძულებს ბიძინას, მიხედოს თავის დენდრო პარკს"

"ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამბავი არის ასეთი.

1. არჩევნები მოიპარა.

2. ზურაბიშვილი დანიშნა.

3. გადაადგილების უფლება შეგვიზღუდა.

4. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება წაგვართვა.

5. ხალხი გააღარიბა.

6. თავად გამდიდრდა.

მოკლედ, ჩვენი ოლიგარქი არჩევნებით წასვლას არ აპირებს და ვინც თავის დიქტატორულ გზაზე ეღობება, რუსეთის მოქალაქე გახარიას მიერ ორგანიზებული უკანონობის მსხვერპლი ხდება.

ამიტომ, სულ ორი არჩევანია რა.

ან ეს კრემლის ორკები წაიღებენ და მიუერთებენ ამ ქვეყანას რუსეთს ან ხალხი მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტით აიძულებს ბიძინას, მიხედოს თავის დენდრო პარკს.

მორჩა "შემოვლითი გზები".

გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა აიღოს თავის თავზე პროტესტის ყველა კონსტიტუციური ფორმა და დააორგანიზოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია რეგიონებიდან.

ქოცებს რაოდენობა აშინებთ და ამიტომ, უნდა მოეწყოს ხმამაღალი, პერმანენტული და მასშტაბური საპროტესტო აქციები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

სალომე არ აურჩევია ხალხს - მუშაობა დააწყებინა ივანიშვილმა პრეზიდენტად და შესაბამისად, მას ეს ამბავი ყველა ტრიბუნიდან, ყველგან და ყოველთვის უნდა შევახსენოთ - შინ თუ გარეთ.

ძალა მართლაც ერთობაშია და 800 ათასი ადამიანის გაერთიანებულ ძალისხმევას ვერც ოლიგარქი შეაჩერევს და ვერც მისი პირადი წარმომადგენელი - რუსეთის მოქალაქე გახარია", - წერს კაპანაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები