2 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,დღევანდელი განცხადებით კალაძემ კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა"- გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება:

"დღევანდელი განცხადებით, დედაქალაქის მერმა კალაძემ კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა.

მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას:

საქართველოში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ წახალისებული დევნა.

აღნიშნული ხორციელდება დაფარულად და ღიად, როგორც თბილისის მერის შემთხვევაში, რომელმაც გუშინ არათუ წაახალისა, არამედ ღიად მოუწოდა ძალადობისკენ, ხოლო დღევანდელი განცხადებით კვლავ წაახალისა ძალადობა.

ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია არაერთგზის გამხდარა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, რაც არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად შეფასებული არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, აღნიშნული წამქეზებლური მოწოდებები იძენს განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციის სახეს.

მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა შეწყდეს ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული ძალადობის კამპანია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები